ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციას იმ განლაგებაში, რაც დღეს არის, გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს

კი, ბატონო, ალეკო ელისაშვილს შეუძლია კენჭი იყაროს, მაგრამ რის ხარჯზე იყრის კენჭს?! 3 500 უბანია საქართველოში და უბანზე, სადაც კაცი არ გეყოლება, ჩათვალე, რომ ის უბანი გაქვს წაგებული, - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ საკითხი, რომლის მიხედვით, პრეზიდენტობის კიდევ ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში შესაძლოა კენჭი იყაროს, ალეკო ელისაშვილია.

ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, თუ მმართველი პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს დაასახელებს 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ის გაიმარჯვებს და ამას მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება კანდიდატი. პოლიტოლოგის შეფასებით, „ამიტომ ოპოზიცია ცოტა უნდა დაფიქრდეს, არამარტო ამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის“.

„ქართული ოცნება“ თუ სალომე ზურაბიშვილს დაუჭრეს მხარს, ან თუნდაც ვისაც არ უნდა დაუჭიროს მხარი, ჩათვალეთ, რომ ის კანდიდატი გაიმარჯვებს. ალეკო ელისაშვილის მიმართ, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა, როდესაც თბილისის თვითმმართველობის არჩევნებში მერობისთვის იყრიდა კენჭს, ვთქვი, რომ თუ პარტიული, ორგანიზაციული მახრე არ გაქვს მოწესრიგებული, არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს. კი, ბატონო, ალეკო ელისაშვილს შეუძლია კენჭი იყაროს, მაგრამ რის ხარჯზე იყრის კენჭს?! 3 500 უბანია საქართველოში, უბანზე, სადაც კაცი არ გეყოლება, ჩათვალე, რომ ის უბანი გაქვს წაგებული. და საერთოდ, ოპოზიციას იმ განლაგებაში, რაც დღეს არის, არანაირი შანსი არ აქვს გამარჯვების, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ კანდიდატს დაასახელებს, ან ვინმეს ღიად დაუჭრრს მხარს. ამიტომ ოპოზიცია ცოტა უნდა დაფიქრდეს არამარტო ამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

ყველა ცალ-ცალკე რატომღაც თვილის, რომ 2020 წლის არჩევნებში რაღაცას გააკეთებენ, მაგრამ დღეს თუ არ ჩაეყარა ოპოზიციურ ელექტორატს საფუძველი, ზოგადად, 2020 წელსაც პრობლემა გახდება გამარჯვება. ვერ ხვდებიან და რა ვქნა?! კი, ბატონო იყარონ სათითაოდ კენჭი. ეს ყველას შეუძლია, თუმცა შანსი არის ნულის ტოლი“, - განაცხადა ძაბირაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციასაც შესაძლოა გააზრებული ჰქონდეს მმართველი პარტიის გამარჯვება 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ამიტომ ისინის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კი არ იბრძვიან, არამედ იბრძვიან იმისათის, რომ მოახდინონ საკუთარი ელექტორატის მობილიზება. „და ზოგადად, ბრძოლა მიდის - ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა. ერთმანეთში იბრძვიან, ვინ უფრო მოირგებს მთავარი ოპოზიციური ძალის იმიჯს“, - განაცხადა ძაბირაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა