ტერორიზმის საქმეზე გამოტანილი განაჩენის თაობაზე საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა 2017 წლის ნოემბერში, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციისათვის მომსახურების გაწევისა და რესურსებით უზრუნველყოფის საქმეზე.

როგორც საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ანატოლი ბ.-ს 11 წლით, რამაზ მ.-ს 12 წლით, რუსლან ა.-ს 10 წლით და ზურაბ ი.-ს 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაღვრა.

„უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების, ჯგუფურად ტერორისტული აქტის მომზადების ( ესე იგი ტერორისტული მიზნით აფეთქების, ადამიანზე თავდასხმის, იარაღის გამოყენების მომზადება, რომელიც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის და მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის განხორციელების საშიშროებას) ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტერორისტული მიზნით, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებისათვის სასამართლომ შოაიპ ბ.-ს საბოლოოდ, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეუფარდა.

ამჟამად მიმალვაში მყოფი ბრალდებული რუსლან შ. სასამართლომ დამნაშავედ ცნო უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისთვის, ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთისათვის წარდგენილ ბრალდებაში და მას საბოლოოდ შთანთქმის პრინციპის გამოყენებით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

არსებითად განხილვის დახურულ სხდომებზე ბრალდებულებმა თავი არ ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, თუმცა საქმეში არსებული და პროცესებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ბრალდებულთა მხრიდან განსაკუთრებით მძიმე, მძიმე და ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის ფაქტი“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს