ზურაბ იდოიძის ადვოკატი სასამართლოს დღევანდელ განაჩენს გაასაჩივრებს

ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულ ზურაბ იდოიძის ადვოკატისთვის, მოსამართლის განაჩენი მოულოდენელი იყო. როგორც დავით მოდებაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებს. ამასთან, მოდებაძისთვის გაუგებარია, თუ რატომ შეუფარდა მინიმალური სასჯელი მისი დაცვის ქვეშ მყოფს მოსამართელემ იმ ფონზე, რომ ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებდა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს განაჩენი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დასაბუთდება და ბუნებრივია ზემდგომ ინსტანციაში ჩვენ გავასაჩივრებთ. მართლა მაინტერესებს რა აქცენტებს გააკეთებს მოსამართლე სამოტივაციო ნაწილში და რა მტკიცებულებებს გამოიყენებს იდოიძის ნაწილში დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით მოდებაძემ.

ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულების მომართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ ექვსივე ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სრულად ცნო.

კერძოდ, მოსამართლემ რუსლან შავაძე და შოაიფ ბორზიევი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, ტერორისტული მიზნებით იარაღის უკანონო ტარების, ტერორისტული აქტის მომზადებისა და საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებაში გაამტყუნა და 13-13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

რაც შეეხება ტერორიზმის ხელშეწყობასა და სხვა მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფაში ბრალდებულებს, რუსლან ალდამოვს და ანატოლი ბერძენიშვილს 11-11 წლით, რამაზ მარგოშვილს 12 წლით, ზურაბ იდოიძეს კი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა