ადვოკატი - ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულები სპეცსამსახურის მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ საქმიანობას შეეწირნენ

ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებული ანატოლი ბერძენიშვილისა და რამაზ მარგოშვილის ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს უკანონოს უწოდებს. როგორც ინგა ბოლოთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, დარბაზში მყოფი ბრალდებულები სპეცსამსახურის მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ საქმიანობას შეეწირნენ.

„ეს განაჩენი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ყველა ბრალდებულის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება არის უკანონო. სპეცსამსახურების მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების გამო დაისაჯნენ ის ადამიანები, ვინც დღეს დარბაზში ისხდნენ. ჩვენ ამ განაჩენს აუცილებლად გავასაჩივრებთ და კანონის ფარგლებში მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა დაისაჯოს რეალური დამნაშავე. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენისთვის, ასეთი არ არსებობს“, - განაცხადა ინგა ბოლოთაურმა.

ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე გააგრძელებს ბრძოლას და გამოძიებას, რომელიც საქმეში სპეცსამსახურების მაღალჩინოსნების მონაწილეობასა და დაინტერესებას გამოავლენს.

ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ ექვსივე ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სრულად ცნო. კერძოდ, მოსამართლემ რუსლან შავაძე და შოაიფ ბორზიევი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, ტერორისტული მიზნებით იარაღის უკანონო ტარების, ტერორისტული აქტის მომზადებისა და საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებაში გაამტყუნა და 13-13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

რაც შეეხება ტერორიზმის ხელშეწყობასა და სხვა მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფაში ბრალდებულებს, რუსლან ალდამოვს და ანატოლი ბერძენიშვილს 11-11 წლით, რამაზ მარგოშვილს 12 წლით, ზურაბ იდოიძეს კი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

გია ნოდია - თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველმა გუნდმა პოზიცია შეიცვალა, ეს მასზე ჩვენი დასავლელი პატრნიორების ზეწოლის შედეგი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.12.2019
ვახტანგ ძაბირაძე  -  თუ სახელმწიფოს მართვის სისტემის შეცვლა გინდა, იმ გზას კი არ უნდა გადიოდე, რომელიც შენმა წინამორბედმა გაიარა
Archdaily „ლისი დეველოპმენტის“ პროექტების შესახებ სტატიას აქვეყნებს
ჩინური კომპანია POWERCHINA/SINOHYDRO 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლას ეწვია