ადგილობრივების ინფორმაციით, ჰესი "ხელედურა 3“-ის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებმა ლენტეხის ტერიტორია დატოვეს

ადგილობრივების ინფორმაციით, ჰესი "ხელედურა 3“-ის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებმა ლენტეხის ტერიტორია დატოვეს. მათი გასვლის მოთხოვნით მოსახლეობამ აქციები იმ სასტუმროს წინ გამართა, რომელშიც კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ განთავსებული.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი საპროტესტო აქციით ცაგერში გადაინაცვლებენ, სადაც მძიმე ტექნიკა დგას. მათივე ინფორმაციით, მცირე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი. ერთმანეთს ადგილობრივები და პოლიცია დაუპირისპირდა.

ქვემო სვანეთში მოსახლეობის ნაწილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. რამდენიმე მათგანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო