გია ვოლსკი - არჩევნების თარიღის ძალიან ადრე დასახელება როგორც საორგანიზაციო, ისე ფინანსური კუთხით გარკვეულ სირთულეებს ქმნის

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ არჩევნების თარიღის ძალიან ადრე დასახელება როგორც საორგანიზაციო, ისე ფინანსური კუთხით გარკვეულ სირთულეებს ქმნის, - ამის შესახებ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს NDI-ის ანგარიშის პასუხად განუცხადა, რომელიც პრეზიდენტს საპრეზიდენტო არჩევნების დროულად დანიშვნისკენ მოუწოდებს. ვოლსკის თქმით, მთავარია პრეზიდენტმა კანონი არ დაარღვიოს და არჩევნები კანონით დადგენილ ვადაში დანიშნოს.

"დასაშვებია, რომ პრეზიდენტი ამ დრომდე არ ასახელებს არჩევნების ჩატარების თარიღს. თუმცა, დასაშვებობასთან დაკავშირებით მე არ მინდა კომენტარი გავაკეთო. იქ რაღაც გეგმები და თავისი დღის წესრიგი აქვს, მაგრამ მთავარია კანონი არ დაურღვევია. ძალიან ადრე დასახელება წინასაარჩევნო პერიოდის გარკვეულ სირთულეებს ქმნის, როგორც საორგანიზაციო, ისე ფინანსურ სირთულეებს. NDI-ის სურვილი შეიძლება სწორია, კარგი იქნებოდა, მაგრამ ამ საკითხის გამწვავება არ მიმაჩნია სწორად", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო