მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისია დღეს კიდევ სამ არასრულწლოვანს გამოკითხავს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს კიდევ სამ არასრულწლოვანს გამოკითხავს.

როგორც კომისიის წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, ამ სამი არასრულწლოვნიდან ორი გამოძიებას თავის დროზე არ დაუკითხავს.

„დღეს კომისიაზე კიდევ სამ არასრულწლოვანს გამოვკითხავთ, რომლებიც ამ ჩხუბის შემსწრე არიან და შესაძლებელია 2017 წლის 1-ელ დეკემბერს განვითარებული მოვლენების შესახებ მნიშვნელოვანი გარემოებები იცოდნენ. სამწუხაროდ, ამ სამი არასრულწლოვნიდან ორი გამოძიებას თავის დროზე არ დაუკითხავს. ვგულისხმობ მკვლელობის ჩადენიდან პირველ დღეებს, როდესაც მათ შესაძლებლობა ექნებოდათ უფრო მეტი დეტალი გაეხსენებინათ მათ მიერ გაგონილი საუბრების თუ ნანახი ფაქტების შესახებ“, - განაცხადა აბესაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო