მამუკა ბახტაძე - C ჰეპატიტი არ არის სტიგმა - იდეალური იქნება, მოსახლეობის ასივე პროცენტმა გაიაროს სკრინინგის პროცესი, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ ამ უმძიმეს დაავადებას

C ჰეპატიტი არ არის სტიგმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჰეპატიტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაწყებულ ახალ კამპანია „STOP C“ - ს გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით მესამედმა უკვე გაიარა სკრინინგი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრევენციული ღონისძიებები ჩავატაროთ C ჰეპატიტთან ბრძოლაში. დაახლოებით 50 000 ადამიანია ჩართული დღეს სამკურნალო პროცესში. სკრინინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ ჩვენ ვიყოთ წარმატებული ამ დაავადებასთან ბრძოლაში. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ, სამწუხაროდ, ამ დაავადებამ გარკვეული სტიგმა გამოიწვია. რა თქმა უნდა, C ჰეპატიტი არ არის სტიგმა. ჩვენი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა და იდეალური იქნება, რომ 100-ვე პროცენტმა გაიაროს ეს სკრინინგის პროცესი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ ამ უმძიმეს დაავადებას“, - განაცხადა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა