საქართველოში C ჰეპატიტის ახალი კამპანია „STOP C“ იწყება

ჰეპატიტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, C ჰეპატიტის ახალ კამპანიას „STOP C“ იწყებს.

ახალი კამპანიის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ინფორმირებული C ჰეპატიტის ვირუსის პროგრამის მკურნალობის შესახებ და ამაში უკვე მუნიციპალიტეტებიც ჩაერთვებიან. კერძოდ, უკვე ყველა მუნიციპალიტეტში იქნება ცენტრები, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებს შეეძლებათ C ჰეპატიტზე უფასო კვლევა ჩაიტარონ. ახალი შემთხვევების გამოვლენის შემთხვევაში კი პირები C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში ჩაერთვებიან. მანამდე მსგავსი ცენტრები საქართველოს მხოლოდ ხუთ დიდი ქალაქებში იყო.

კამპანია ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია პროგრამის 3 წლის შედეგებისა და მიღწევების შესახებ.

ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, განკურნებული პაციენტის თემურ რადიანის ნამუშევრებია გამოფენილი. ასევე წარმოდგენილია ელიმინაციის პროგრამის სამწლიანი ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა.

ყოველწლიურად, 28 ივლისს, ჰეპატიტების მსოფლიო დღის აღსანიშნავად მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნით - ამაღლდეს ცნობიერება ვირუსული ჰეპატიტების შესახებ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ამ დაავადების სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები სრულიად უფასოა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ განხორცილებულა. პროგრამაში ჩართულია 50 000-მდე პაციენტი, განკურნების მაჩვენებელი 98,2%-ია.

ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები, გამოჯანმრთელებული პაციენტები, დარგის წამყვანი სპეციალისტები, პროექტის საერთაშორისო პარტნიორები, აშშ საელჩოს წარმომადგენლები და ყველა ის პირი, ვინც ამ დროის განმავლობაში პროგრამაში აქტიურად იყო ჩართული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს