Check in Georgia- ს ფარგლებში, ბათუმი ფოლკლორის ფესტივალს უმასპინძლებს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, ბათუმში “ფოლკლორის დღეები” გაიმართება.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, ფესტივალი 29 ივლისიდან 23 აგვისტომდე გაგრძელდება. ფესტივალში “ფოლკლორის დღეები” მონაწილეობენ: აჭარისა და თბილისის სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლები, ასევე ქორეოგრაფიული ანსამბლები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. დაგეგმილია 25 კონცერტის გამართვა, სადაც 40-მდე ანსამბლი მიიღებს მონაწილეობას.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გარდა, ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია, ბათუმის მერიის კულტურის ცენტრი, ბათუმის ბულვარი.

კონცერტები გაიმართება ბათუმის ბულვარში - ანბანის კოშკთან, ყოველ დღე, 20:00 საათზე. დასწრება თავისუფალია.

29 ივლისს, პირველ კონცერტს აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “არსიანი“ გამართავს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო