„საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალის“ პრეზენტაცია გაიმართა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის - „საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალის“ პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საკონსტიტუციო სასამართლოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, „საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი“ წარმოადგენს სასამართლოს განახლებულ გამოცემას, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო 2018 წლის პირველი სპეციალური გამოშვება. ჟურნალი გამოიცემა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში და განკუთვნილია სამართლის სფეროში მოღვაწე მეცნიერების, ექსპერტებისა და სტუდენტების სამეცნიერო ნაშრომების გამოსაქვეყნებლად.

პრეზენტაციას გახსნეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: მეცნიერები, საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტები, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, არასამთავრობო ორგანიზაციების და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

„საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი“ მოიცავს სხვადასხვა ტიპის სტატიას კონსტიტუციური სამართლის სფეროში და მიზნად ისახავს დარგის ირგვლივ აქტიური აკადემიური დისკუსიის წარმართვას.

ჟურნალი „Ulrichsweb“-ის საერთაშორისო რეფერირებადი პერიოდული გამოცემების სიაშია განთავსებული, გამოქვეყნებული ნაშრომები კი ასევე, ქვეყნდება „Heinonline“-ის სამართლებრივი სტატიების საერთაშორისო საძიებო სისტემაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა