შსს-ს ერთიანი მომსახურების ცენტრში მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიაზე რეგისტრაცია დამატებით 100-მდე მსურველმა გაიარა

შინაგან საქმეთა სამინისტროში მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციაზე განაცხადების მიღება დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, დღეს, უწყებამ იმ მსურველებს, რომლებმაც ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაცია სხვადასხვა მიზეზით ვერ მოახერხეს, შანსი მისცა აღნიშნული

პროცედურა სამინისტროს თანამშრომლების დახმარებით გაევლოთ. ამ მომსახურებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების ცენტრში 100-მდე კონკურსანტმა ისარგებლა და უმოკლეს დროში რეგისტრაცია წარმატებით დაასრულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მართლწესრიგის ოფიცრის 365 ვაკანტური ადგილის

დასაკავებლად, ჯამში, 3400-ზე მეტი განაცხადი დაფიქსირდა.

შესაფერისი კანდიდატების შესარჩევად მომდევნო ეტაპი განცხადების გადარჩევაა. რის შემდეგაც, მათ უნარ-ჩვევების ტესტი / IQ ტესტირება და გასაუბრება ჩაუტარდებათ.

შერჩეული კანდიდატები მართლწესრიგის ოფიცრის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გაივლიან. აღსანიშნავია, რომ ახალი წესის თანახმად, აკადემიაში მათი სწავლის 3-თვიანი პერიოდი ანაზღაურებადი იქნება.

მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შევა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან,

უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ორიენტირებული იქნება დანაშაულისა და სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა რესურსიდან შერჩეული 66 ოფიცერი გადამზადებას პოლიციის აკადემიაში უკვე გადის და მართლწესრიგის პირველი ოფიცრები თბილისის ქუჩებში, კონკრეტულად კი ვაკე-საბურთალოს რაიონებში სექტემბერში გამოჩნდებიან.

მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის ამოქმედება რეგიონებშიც იგეგმება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა