სოფელ შილდაში 6 წლის ბავშვი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

კახეთში უბედური შემთხვევა მოხდა. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მცირეწლოვანი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც 6 წლის გოგონა მაცივრის ჩართვას ცდილობდა.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.