თბილისის ბიზნეს ცენტრები საერთაშორისო სტანდარტებით პირველად კლასიფიცირდა

უძრავი ქონების საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებმა, Colliers International Georgia-მ და Cushman & Wakefield Georgia-მ ერთობლივი ინიციატივით თანამედროვე ბიზნეს-ცენტრების კლასიფიკაცია განახორციელეს. პროექტმა თბილისის ბაზარზე წარმოდგენილი 34 თანამედროვე ბიზნეს ცენტრის (ჯამური საოფისე ფართით 192 ათასი კვ.მ) 71% მოიცვა.

InterPressNews.Geბიზნეს ცენტრებისაერთაშორისო გამოცდილების და ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით შემუშავებული 32 კრიტერიუმის საფუძველზე კლასიფიცირდა. მახასიათებლები ბიზნეს ცენტრის ადგილმდებარეობას, პარკინგების რაოდენობას, საინჟინრო და მართვის სისტემების შეფასებას, ოფისის ინტერიერის ხარისხსა და მოიჯარეებისთვის შექმნილ სხვა სერვისებს მოიცავს. კლასიფიკაციის შედეგად აღმოჩნდა, რომ თბილისის ბაზარზე ოთხი A კლასის, რვა B კლასის და ათი C კლასის ბიზნეს ცენტრია. თბილისის საოფისე ფართების მიწოდების 12%-ს A კლასის ბიზნეს ცენტრები ქმნის, 32%-ს კი B კლასი შეადგენს. C კლასის საოფისე ფართების წილი 27%-ია, არაკლასიფიცირებული ბიზნეს ცენტრების წილი კი ბაზრი 29%-ს წარმოადგენს.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა