საქართველოს ელჩმა ირაკლი ასაშვილმა სინგაპურის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ასაშვილმა (რეზიდენციით ჯაკარტა) სინგაპურის რესპუბლიკის პრეზიდენტს ჰალიმა იაკობს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა პრეზიდენტის და საქართველოს ელჩის ორმხრივი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა საქართველო-სინგაპურის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. პრეზიდენტმა ელჩს სინგაპურში წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ასაშვილმა, ასევე, შეხვედრა გამართა სინგაპურის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან ჩარლზ ჩონგთან. შეხვედრის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების საკითხი განიხილეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა