თამარ ხულორდავა - ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედებიდან 1300-მდე შემთხვევა გამოვლინდა, როცა ტრანსპორტი აბსოლუტურად უვარგისად იქნა მიჩნეული

“ქართული ოცნების“ დეპუტატის თამარ ხულორდავას ინფორმაციით, ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედებიდან (მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან) 1300-მდე შემთხვევა გამოვლინდა, როცა ტრანსპორტი აბსოლუტურად უვარგისად იქნა მიჩნეული, ხოლო შემოწმებული ტრანსპორტის დაახლოებით 25%-ს დაუდგინდა ხარვეზი და მის მიერ ხელახალი ინსპექტირების გავლა სავალდებულოდ ჩაითვალა.

როგორც დეპუტატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მზადდება ცვლილებები დიზელის ხარისხის რეგულირების მიზნით.

“ჩვენ ვხედავთ მთავრობის აქტიურობას გარემოსდაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე. ეს მნიშვნელოვანი სიგნალია იმისთვის, რომ დღის წესრიგში არსებული ბევრი პრობლემა გადაწყდეს, მათ შორის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით. დაბინძურების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა გაუმართავი ავტოპარკის არსებობაა. აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზა არის ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედება. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდ პრობლემას ძველი ავტოპარკის არსებობა წარმოადგენს. ეს განაპირობებს იმ სერიოზულ პრობლემებს, რაც ჩვენ გარემოს დაბინძურების კუთხით გვაქვს. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ არსებული ავტოპარკი ეტაპობრივად განახლდეს. მეორეს მხრივ, უნდა ვიმუშაოთ, რომ საწვავის ხარისხის რეგულირება მოხდეს. ასევე ზედმიწევნით უნდა განხორციელდეს ტექდათვალიერების კრიტერიუმების დაცვა“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ თამარ ხულორდავამ.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს