ირაკლი კობახიძემ საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან ლაილა ომარ გადთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს. ირაკლი კობახიძემ ლაილა ომარ გადს გაწეული სამუშაოსა და პირადი ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასა და ამ მიმართულებით გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობის მნიშვნელობაზე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ასევე, ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ისაუბრეს.

ლაილა ომარ გადმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, გაერო-ს ბავშვთა ფონდი მომავალში აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ სტუმარს სამომავლო წარმატებები უსურვა და გაერო-ს ბავშვთა ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა