იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შესარჩევი კონურსის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს მოსამართლეთა შესარჩევი კონურსის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელებს. კერძოდ, ეს არის შესარჩევი კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა პირს, ვისაც სურს გახდეს მოსამართლე და ამისთვის აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

საბჭოს არამოსამართლე წევრისთვის, ნაზი ჯანეზაშვილისთვის გაუგებარია, რატომ არ ცხადდებოდა მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი ამ დრომდე მაშინ, როცა ამ საკითხზე განცხადება გააკეთა აშშ-ს საელჩომაც საქართველოში. როგორც სხდომის დაწყებამდე ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საინტერესოა დღეს რა არგუმენტებით ისაუბრებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით.

"დიდი ხანია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს ინფორმაცია, რომ არის 41 ვაკანსია სასამართლო სისტემაში. ასევე ცნობილია, რომ აშშ-ს საელჩომ საქართველოში გააკეთა განცხადება, რომ აუცილებელია ჯერ შემუშავდეს სამართლებრივი ჩარჩო იმისთვის, რომ პროცესს, მოსამართლის შერჩევას ჰქონდეს უფრო მეტი ნდობა. ამდენი ხნის განმავლობაში არ ცხადდებოდა კონკურსი ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, თუმცა დღეს საბჭომ გადაწყვიტა, იმსჯელოს საორგანიზაციო საკითხებზე, რათა გამოცხადდეს კონკურსი. ცხადია, მნიშვნელოვანია არგუმენტაცია, რატომ არ ცხადდებოდა ამ დრომდე კონკურსი. თუ დაეყრდნო ამ განცხადებას იუსტიციის, საბჭო, რომელიც გააკეთა აშშ-საელჩომ საქართველოში და ახლა რა შეიცვალა?! ყველასთავის ცნობილია სამართლებრივი კუთხით, უვადო დანიშვნებთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა ჯერჯერობით", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

გარდა ამისა, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, საბჭო დღეს იმსჯელებს საკომუნიკაციო სტრატეგიის პროექტზე, რომელიც მისი განმარტებით, ეხმარებოდა სასამართლო სისტემას, კომუნიკაცია იყოს მეტად ეფექტური.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს