ქუთაისში, ვაკისუბნის დასახლებაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისში, ვაკისუბნის დასახლებაში, თაბუკაშვილის 221 ნომერთან გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობას გზის პრობლემა 30 წლის განმავლობაში აწუხებდა. გართულებული იყო სამანქანო მოძრაობა და ფეხით გადაადგილება. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება N36 საჯარო სკოლასთან მისასვლელ გზას. შესაბამისად, მოსწავლეებს გადაადგილების პრობლემები აღარ შეექმნებათ.

გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ადგილზე დაათვალიერა.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც მოსახლეობის ინტერესებზეა გათვლილი მთავარი პრიორიტეტია. ამ შემთხვევაში ეს გზა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივებისთვის. კაპიტალურად კეთდება გზა, ტროტუარები და სანიაღვრე სისტემა. ასევე მოწმდება სამუშაოებისა და ასფალტის ხარისხი. ჩვენ ვაკონტროლებთ, რომ სამუშაოები დროულად დასრულდეს და მოსახლეობას რეაბილიტაციის პროცესში ნაკლები პრობლემები შეექმნას", - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია