ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ძაღლების მიერ დაკბენა-დაკაწვრის შემთხვევებზე მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს

ძაღლის მიერ ნებისმიერი დაკაწვრის, დაკბენის, დადორბვლის შემთხვევაში აუცილებელია, რომ დაუყოვნებლივ მივმართოთ რაბიოლოგს, მაშინაც კი თუკი ცხოველი იყო აცრილი, - ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რისკი იმატებს თუკი დაკბენა ნერვული დაბოლოებების არეალებში მოხდა, მაგალითად თითებზე, თავის არეში და ა.შ.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ძაღლების მიერ დაკბენა-დაკაწვრის შემთხვევები წინა წელთან შედარებით გაზრდილი არ არის, თუმცა, მისი თქმით, მსგავს შემთხვევებს პატრონიანი ძაღლებისგან უფრო ხშირად აქვს ადგილი, ვიდრე მიუსაფარი ცხოველებისგან.

„ვერ ვიტყვით, რომ დაკბენა-დაკაწვრის შემთხვევები გახშირებულია, თუმცა გაზაფხულსა და ზაფხულში სტანდარტულად მეტია ხოლმე იმიტომ, რომ ლეკვების დაბადების პერიოდში დედა შეიძლება უფრო აგრესიული იყოს. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ დაკბენის ფაქტები უფრო მეტია პატრონიანი ცხოველისგან, ვიდრე მიუსაფარი ცხოველებისგან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას, ვისაც ცხოველი ჰყავს სახლში, აცრილი ჰყავდეს, როგორც ცოფზე, ასევე კოპლექსურებზე. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც პატრონები საკუთარ ოთხფეხა მეგობრებს ცოფზე არ ცრიან. მკაცრი რეკომენდაციაა, რომ ყველა პროცედურა დავიცვათ, მათ შორის ცხოველის იდენტიფიკაციის, ჩიპირების თუ აცრების მიმართულებით იმისთვის, რომ როგორც საკუთარი თავები, ასევე სხვებიც დავიცვათ,“ - განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა მოსახლეობას მოუწოდა, არ მიატოვონ თავიანთი ძაღლები ქუჩაში. მისი თქმით, ცხოველის ყოლის სურვილის შემთხვევაში, სააგენტო მზად არის, როგორც ინდივიდუალურ პირებს, ასევე ორგანიზაციებს თავშესაფარში მყოფი ცხოველები აჩუქოს.

„ჩვენ მზად ვართ მოსახლეობასთან ნებისმიერი მიმართულებით ვითანამშრომლოთ, მაგალითად ადამიანებთან, რომლებსაც უნდათ იჩუქონ ლეკვი ან ბიზნესებთან, რომლებსაც ტერიტორიის დასაცავად მცველი სჭირდებათ. შეგიძლიათ, მოგვმართოთ და იჩუქოთ როგორც შერეული, ასევე ჯიშიანი ცხოველები თავშესაფრიდან,“ - აღნიშნა ლომჯარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა