ირაკლი ქარსელაძე - პროკურატურამ გამოითხოვა მასალები სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთთან დაკავშირებით, რომელთა მიწოდება ამჟამადაც ხორციელდება

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან გარკვეული მასალები ამოიღო, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მასალები ეხება სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთს.

„პროკურატურამ გამოითხოვა მასალები სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთთან დაკავშირებით, რომელთა მიწოდება ამჟამადაც ხორციელდება. ეს არის ძალიან ბევრი მასალა, დეტალი, დანარჩენი შეგიძლიათ პროკურატურაში დააზუსტოთ თუ რა სტადიაშია საქმე. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც ხდება მასალების ამოღება. მასალები მოიცავს პროექტირებას, ასევე სატენდერო მასალებს, სამუშაოებს, საბანკო გარანტიებს და ა.შ.“, - აღნიშნა ქარსელაძემ.

მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე. ამ საქმის ფარგლებში გამოიკითხნენ ყოფილი მინისტრები ზურაბ ალავიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს