სოფელ გელათში საფეხმავლო ტურისტული ბილიკი გაიხსნა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, “გელათის მონასტერი-ცუცხვათის მღვიმოვანი-ახალსოფლის წყალსაცავის“ საფეხმავლო ტურისტული ბილიკის გახსნის ღონისძიება გაიმართა." ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის(TDDF)“ ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო გელათის მონასტერი-ცუცხვათის მღვიმოვანი-ახალსოფლის წყალსაცავის დამაკავშირებელი 24,4 კმ სიგრძის საფეხმავლო ტურისტული ბილიკი, რომელზეც გაკეთდა 5 საბანაკე და 5 გადასახედი მოედანი. ტურისტული ბილიკის გასწვრივ დაიდგა მანიშნებელი დაფები და საინფორმაციო ნიშნები, ასევე განხორციელდა ბილიკის მარკირება.

ტურისტული ბილიკის გახსნას გელათში ტყიბულელი ახალგაზრდები ესწრებდნენ, ასევე გახსნაზე იმყოფებოდა იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად.

ღონისძიების შემდეგ, გელათიდან ახლგაზრდები პროექტის ორგანიზატორებთან ერთად ბილიკზე პირველები წავიდნენ ცუცხვათის მიმართულებით ტურისტული ადგილების დასალაშქრად.

აღნიშნული პროექტი განახორციელა “ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდმა“, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია“ელკანა“ - ს პროექტის ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა