ეკა ბესელია - მომწონს იდეა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი, ვისაც ჩვენ მხარს დავუჭერთ, იყოს დამოუკიდებელი კანდიდატი და იყოს ქალი

მომწონს იდეა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი, ვისაც ჩვენ მხარს დავუჭერთ, იყოს დამოუკიდებელი კანდიდატი და იყოს ქალი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ განუცხადა.

“უკვე გამოიხატა კონტურები, რაც იქნება განმსაზღვრელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პირადად ჩემი აზრია, რომ საინტერესო და დემოკრატიისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, კარგი იდეა და სიახლეა, რომ მმართველმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატები არა მხოლოდ საკუთარი გუნდის შიგნით ეძებოს, არამედ შესაძლოა განვიხილოთ ვერსია, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს ან არაჩვენს პარტიულ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი. ამიტომ ველოდებით, რომ დასახელდეს ყველა ის კანდიდატი, ვინც საპრეზიდენტო მართონში აპირებს მონაწილეობას. შესაბამისად, ჩვენც გაგვიადვილდება გადაწყვეტილების მიღება“, - განუცხადა ჟუნალისტებს ეკა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა