„თიბისი ბანკი” ერთგული ბარათის მომხმარებლისთვის აქცია „ერთგულ მოგზაურს“ იწყებს

„თიბისი ბანკის“ საკრედიტო ერთგული ბარათი მომხმარებელს ახალ საზაფხულო აქციას სთავაზობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, დღეიდან 2018 წლის ოქტომბრის ბოლომდე, „ერთგული მოგზაურის“ აქციის ფარგლებში, საზღვარგარეთ მაღაზიებში განხორციელებულ ტრანზაქციებზე ერთგული ბარათით გადახდისას მომხმარებელი დახარჯული თანხის 10% -ის ერთგულ ქულებს დაიბრუნებს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული ქულებით, საქართველოში, ერთგულის პარტნიორ ობიექტებში სასურველი ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარის და სხვა ნივთის თუ სერვისის შეძენა იქნება შესაძლებელი.

„თიბისი ბანკის“ ცნობით, ერთგულის დაგროვებული ერთი ქულა უტოლდება ერთ ლარს. აქცია ოქტომბრის ბოლომდეა ძალაში და მასში ჩართვა 10 ლარი ღირს. მათი ინფორმაციით, ერთგული ბარათის საშუალებით ასევე შესაძლებელია 55 დღიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებ გვერდს : https://ertguli.ge/GetCard

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის