ნაზი ჯანეზაშვილი - პრობლემა გახლავთ ის, რომ დროულად არ ცხადდება მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსები და დროულად არ ხდება შტატების შევსება

პრობლემა გახლავთ ის, რომ დროულად არ ცხადდება კონკურსები და დროულად არ ხდება შტატების შევსება. ეს აისახება საქმეთა გაჭიანურებაზე და ბუნებრივია, საბოლოოდ გავლენას ახდენს სამართლწარმოების პროცესის ვადებსა და ხანგრძლივობაზე, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტბს განუცხადა, რომლითაც მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის თაობაზე ვადების გამოცხადების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა იუსტიციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ საბჭო უფრო მეტად იყოს მობილიზებული ასეთ საკითხებთან მიმართებაში.

„კონკურსი როდესაც არის გამოაცხადებელი, საბჭოს უპირველესი ვალდებულებაა გამოაცხადოს შესაბამისი კონკურსი და სამართლიანი პროცესით შეარჩიოს კანდიდატები. ჩემი აზრით, ამ შემთხვებაში პრობლემა იყო ის, რომ იანვრის კონკურსის შემდეგ ვიცოდით, რომ ამდენი თვის განმავლობაში იყო ვაკანსია და ამ ხნის განმავლობაში საბჭოს არ უზრუნია პერიოდულად გამოეცხადებინა ღიად, რათა დაესაქმებინა შესაბამისი მოსამართლები. ასეთი დაგვიანებული გამოცხადების გამო მივიღებთ შედეგს, რომ 9-10 თვიანი ლოდინის შემდეგ შეიძლება შესაბამისი შტატები შეივსოს. ამიტომ, პრობლემა გახლავთ ის, რომ დროულად არ ცხადდება კონკურსები და დროულად არ ხდება შტატების შევსება. რა თქმა უნდა, ეს აისახება საქმეთა გაჭიანურებაზე და ბუნებრივია, საბოლოოდ გავლენას ახდენს სამართლწარმოების პროცესის ვადებსა და ხანგრძლივობაზე", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. საბჭო მოსამართლეებს 43 ვაკანტურ ადგილს სთავაზობს. საბუთების მიღება კი 6 აგვისტოდან 26 აგვისტის ჩათვლით გაგრძელდება. საუბარია ღია კონკურსზე, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც მოსამართლეობის სურვილი აქვს და აკმაყოფილებს კანონის შესაბამის კრიტერიუმებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა