აშშ-ში მოღვაწე წარმატებული მუსიკოსი, გიორგი მიქაძე 4 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ საკუთარ პროექტს წარადგენს

დღეს „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისში აშშ-ში მოღვაწე ქართველი პიანისტისა და კომპოზიტორის, გიორგი მიქაძის პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც მუსიკოსთან ერთად, რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი, ანსამბლ „ბასიანის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, გიორგი დონაძე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე და „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ხათუნა კაკაბაძე დაესწრნენ.

სტუმრებმა „ბლექ სი არენაზე“ დაგეგმილ გიორგი მიქაძის პროექტის, Voisa-ს შესახებ ისაუბრეს და აუდიტორიას ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებული აქტივობები გააცნეს.

გიორგი მიქაძის თქმით, პროექტი Voisa პირველად ნიუ-იორკში შედგა, რაც დიდ წარმატებას წარმოადგენდა, შემდეგ ჩინეთში შესრულდა, ახლა კი მისი გაცნობის საშუალება ქართველ მსმენელსაც მიეცემა.

InterPressNews.Ge„მას შემდეგ, რაც პროექტი ნიუ-იორკსა და ჩინეთში დაიწყო, ძალიან მინდოდა, რომ ის საქართველოშიც შესრულებულიყო. საბოლოოდ, “ბლექ სი არენას“, Check in Georgia-ს, „საქართველოს ბანკსა“ და სხვა სპონსორებთან ერთად ეს პროექტი ხორციელდება და მის ფარგლებში ძალიან ბევრი პროფესიონალი ჩამოდის, მათ შორის, ხმის რეჟოსორი, რომელიც ისეთ შემსრულებლებთან მუშაობდა, როგორიც არის მადონა და ბრუნო მარსი. საინტერესო ფაქტია, რომ პროექტის მონაწილე ყველა პირი სხვადასხვა ქვეყნიდანაა, კერძოდ, ისრალიდან, საფრანგეთიდან, ბრაზილიიდან და ყველა ადამიანს თავისი მუსიკალური კულტურა მოაქვს. სწორედ ამიტომ, Voisa უფრო მსოფლიო მუსიკის ნიმუში ხდება, თუმცა ის არ კარგავს თავის იდენტობას და ქართული პოლიფონიის ჩვენება აქვს შენარჩუნებული.

ეს პროექტი ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს ანსამბლთან „ბასიანთან“ ერთად შედგა და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ვაგრძელებთ კოლაბორაციას და 4 აგვისტოს ამ დაუვიწყარ შოუზე ყველას ველოდებით. ხაზი მინდა გავუსვა, მუსიკალურად ის ძალიან თანამედროვე ჟანრებისგან შედგება, კერძოდ, ელექტრონული მუსიკისგან, ჰიპ-ჰოპისგან, ჯაზისა და სხვა ჟანრებისგან, თუმცა ყველაფერი მაინც ქართული მუსიკის ირგვლივ არის თავმოყრილი“, - აღნიშნა მუსიკოსმა გიორგი მიქაძემ.

როგორც პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, პროექტ Check in Georgia-ში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ პროექტებს, რომლებიც ქართული კულტურის მსოფლიოს წინაშე წარმოჩენას უწყობს ხელს და Voisa-ც, რომელიც 4 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება, ამის ნათელი მაგალითია.

„კომპოზიტორ გიორგი მიქაძის პროექტი - Voisa, სწორედ ქართული ფოლკლორისა და თანამედროვე მუსიკის ძალიან საინტერესო სინთეზია და შესაბამისად, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე ტურისტებს „ბლექ სი არენაზე“ საინტერესო ღონისძიება ელოდებათ“, - აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.

პროექტ Voisa-ს მნიშვნელობაზე ისაუბრა „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა კაკაბაძემაც. როგორც მან აღნიშნა, „საქართველოს ბანკისთვის“ ძალიან სასიხარულოა, რომ მხარს ისეთ პროექტს უჭერს, როგორიც არის Voisa.

InterPressNews.Ge„საქართველოს ბანკი“ უკვე მესამე წელია, Check in Georgia-ს ფარგლებში „ბლექ სი არენას“ სცენაზე გამართული კონცერტების გენერალური პარტნიორია. ძალიან სასიხარულოა, რომ „ბლექ სი არენას“ სცენაზე მოხდება გიორგი მიქაძის კონცერტის პრემიერა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში იმიტომ, რომ დამსწრე საზოგადოებასა და მელომანებს წინ ქართული ფოლკლორისა და თანამედროვე მუსიკის ძალიან საინტერესო კოლაბორაცია ელოდებათ“, - დასძინა ხათუნა კაკაბაძემ.

4 აგვისტოს, Check In Georgia-ს ფარგლებში, „ბლექ სი არენაზე“ აშშ-ში მოღვაწე ბრწყინვალე ქართველი პიანისტისა და კომპოზიტორის, პოპისა და ჯაზის ამომავალი ვარსკვლავის, გიორგი მიქაძის პროექტი Voisa გაიმართება. სპეციალურად ამ დღისთვის აშშ-დან ჩამოფრინდება all-star ბენდი ანტუან კატსის, შაჰარ ელნათანის, ზაკ მალინსის, ფერნანდო საჩის და რონი ეითანის შემადგენლობით.

სპეციალურად ამ პროექტისთვის გიორგიმ მიქაძემ აშშ-ს ერთ-ერთი საუკეთესო ჰიპ-ჰოპ არტისტი, MC და OK Player-ის არტისტი რეიდარ ელისი მოიწვია. გარდა ამისა, პროექტში ანსამბლი „ბასიანი“ მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ პროექტზე დასასწრები ბილეთები tkt.ge-ზე უკვე ხელმისწვდომია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს