ლევან გოგიჩაიშვილი - მარგველაშვილი დროს აჭიანურებს, საარჩევნო სუბიექტებსა თუ კანდიდატებს გაურკველობაში ამყოფებს და არჩევნების თარიღს არ ნიშნავს

როდესაც საქმე საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დანიშვნას ეხება, მარგველაშვილი დროს აჭიანურებს, საარჩევნო სუბიექტებსა თუ კანდიდატებს გაურკველობაში ამყოფებს და თარიღს არ ნიშნავს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, დეპუტატმა 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ისაუბრა.

„პრეზიდენტი მარგველაშვილი იმ ლოგიკას ეწინააღმდეგება, რომელსაც ორი წლის წინ, მიუხედავად მთავრობის, პარტიების, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის მოწოდებისა, ჯიუტად იცავდა. ჩვენ კარგად გვახსოვს 2016 წელს მარგველაშვილის გადაწყვეტილება, როდესაც საპარლამენტო არჩევნების თარიღი 6 თვით ადრე გამოაცხადა, რის შედეგადაც საარჩევნო ხარჯები გაიზარდა, კამპანიის წარმოება და საპარლამენტო მუშაობა კი ფაქტობრივად ერთდროულად მიმდინარეობდა, რამაც გარკვეულწილად საარჩევნო პროცესი დააზიანა.

მისი ერთადერთი არგუმენტი იყო, რომ პარტიებს არჩევნებისთვის მოსამზადებლად მეტი დრო ჰქონოდათ, თუმცა, როდესაც საქმე საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დანიშვნას ეხება მარგველაშვილი დროს აჭიანურებს, საარჩევნო სუბიექტებსა თუ კანდიდატებს გაურკველობაში ამყოფებს და თარიღს არ ნიშნავს.

ის ზოგჯერ აგვიანებს, ზოგჯერ ნაადრევად იღებს გადაწყვეტილებებს, ხოლო ზოგჯერ ილუზიას ქმნის, თითქოს რამე მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს. მისი ასეთი ქმედებები კი სახელმწიფოს ინტერესებსა და პოლიტიკურ პროცესს აზიანებს”, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა