რუსთავში ახალგაზრდა წყვილს რამდენიმე მამაკაცმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

რუსთავში, გორის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა წყვილს რამდენიმე მამაკაცმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალსა და მამაკაცს, რომლებიც გორის ქუჩისა და იაღლუჯის მთის ტერიტორიაზე იყვნენ გასული, უცნობმა პირმა ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი მათ 5 ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა.

ახალგაზრდებმა თავს გაქცევით უშველეს და თავი ახლომდებარე სახლს შეაფარეს. დაზარალებულები დამნაშავეების კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლის პიველი ნაწილით აღიძრა, რაც ცემას გულისხმობს. დანაშაულში მხილებულია სამი პირი და მიმდინარეობს გამოძიება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა