ზურაბ ჯაფარიძე - საქართველოში მარიხუანას მოხმარება არის სრულად ლეგალური

„გირჩის“ წევრის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მარიხუანას მოხმარება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ლეგალიზებულია. ამის შესახებ ჯაფარიძემ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

„მინდა ყველას მოგილოცოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც გამოიტანა საკონსტიტუციო სასამართლომ. ამ გადაწყვეტილებით საქართველო გახდა უფრო თავისუფალი ქვეყანა. მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა, რაც ნიშნავს რომ საქართველოში მარიხუანას მოხმარება არის სრულად ლეგალური. მარიხუანას მოხმარების გამო ამ ქვეყანაში ადამიანს ვეღარ დასჯიან“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

საქართველოში მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელი გაუქმებულია. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის წლის 30 ივლისს მიიღო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს