ეკა ბესელია - დისკუსიის თემაა, ყველა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხდეს, თუ მხოლოდ - ნაწილის

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას ინფორმაციით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა სექტემბერში, სასესიო ფორმტაში გადაინაცვლებს.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, არის საკითხები, რაზეც მმართველ გუნდში ყველა თანხმდება. მისივე თქმით, კვლავ დასაზუსტებელია საკითხი, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების პირადი მოხმარების ოდენობებს ეხება. ასევე დისკუსიის თემაა, ყველა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხდეს, თუ მხოლოდ - ნაწილის.

“ნარკოპოლიტიკის თემაზე ინიცირებული კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა დასრულების ეტაპზეა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სექტემბერში შემაჯამებელ სხდომას გამართავს, რითაც კომიტეტის დონეზე მოსაზრებების შეჯერება დასრულდება და საბოლოოდ, ჩვენი პოზიციაც დაფიქსირდება. სექტემბრიდან როცა სესიები დაიწყება, შესაძლებელი იქნება სესიის ფარგლებში დისკუსიის განახლება. პრაქტიკულად ძირითადი პრინციპები შეჯერებულია. თუკი რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით დარჩა კითხვები, ინიციატორებს, დეპუტატებს შესაძლებლობა ექნებათ დისკუსია სასესიო ფორმატში გავაგრძელოთ. ამისთვის მზად ვართ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა