თემაზე: „საბავშვო სამგზავრო სავარძლები ბავშვების სიცოცხლის დასაცავად: სამართლებრივი რეგულირების შესაძლებლობები და გამოწვევები“ დისკუსია გაიმართება

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ თემაზე „საბავშვო სამგზავრო სავარძლები ბავშვების სიცოცხლის დასაცავად: სამართლებრივი რეგულირების შესაძლებლობები და გამოწვევები“ დღეს საჯარო დისკუსია გაიმართება.

ღონისძიების მიზანია საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენების სამართლებრივი რეგულირების შესაძლებლობების განხილვა, ევროკავშირის სტანდარტების, არსებული კვლევებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.

შეხვედრა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენების საუკეთესო პრაქტიკაზე, ევროკავშირის სტანდარტებსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკატერინე ლალიაშვილი ისაუბრებს. საბავშვო სამგზავრო სავარძლების შესახებ სოციალური კვლევის შედეგების პრეზენტაციას კი ფონდი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი იზორია წარმოადგენს. საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენების სამართლებრივი რეგულირების შესაძლებლობებსა და გამოწვევებს განიხილავენ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი იოსებ ლაფანაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი ბექა ლილუაშვილი.

ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები დაესწრებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო