გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 ივლისს, 10:45-დან 18:00 საათამდე თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ტუშურები, ზარიძეები, იარაჯულები, ჯიჯეთი, ალაჭანი და მიმდებარე სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება 666 აბონენტს შეეზღუდება.

ასევე, 12:15-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, კერძოდ, ლუთხუბში, ზანდუკში, მაქართაში, დუმაცხოსა და მიმდებარე სოფლებში - 288 აბონენტს შეეზღუდება.

12:20-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების არღუნის, ტონჩას, ჯავახიანთკარის, ვეძათხევის, დუდაურების, ველთაურთკარისა და მილახვრიანის 301 აბონენტს.

„ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა