საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გეგმავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი კვირის ბოლომდე გამოაცხადოს.

ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს. მოქმედმა პრეზიდენტმა კი კანონის თანახმად, თარიღი უნდა გამოაცხადოს არაუგვიანეს 60 დღისა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მმართველი ძალა, ოპოზიცია და ასევე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მოუწოდებენ, რომ დროულად დანიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა