თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭო - აშშ-ს მხრიდან მუქარა მიუღებელია

თურქეთისთვის აშშ-ს მხრიდან მუქარის ენა მიუღებელია, ვაშინგტონის ამგვარი საქციელი არ შეესაბამება ქვეყნებს შორის სამოკავშირეო ურთიერთობებს, - ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს განცხადებაში.

„აშშ-ს მიერ თურქეთის მისამართით მუქარის ენის გამოყენება უპატივცემულობის გამოვლენაა და ეს აბსოლუტურად მიუღებელია“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭოში აღნიშნავენ, რომ „აშშ-ს დამოკიდებულება თავდაცვით სფეროში თურქეთთან მიღწეულ შეთანხმებებთან მიმართებაში ზიანს მოუტანს ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებს“.

27 ივლისს თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჰოგან გიდლიმ განაცხადა, რომ აშშ თურქეთს სანქციებს დაუწესებს, თუ თურქეთის ხელისუფლება ამერიკელ პასტორს ენდრიუ ბრანსონს არ გაათავისუფლებს.

პროტესტანტი პასტორი ენდრიუ ბრანსონი, რომელიც თურქეთში, იზმირში ცხოვრობდა, 2017 წელს დააკავეს. მას ბრალად თურქეთში აკრძალულ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ და ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი ედება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა