პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის ფონდმა საქართველოში, შესაძლოა, პროექტი ,,ქალაქის ახალი სიცოცხლე“ დააფინანსოს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (Twinning) პროექტი განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მოადგილე მზია გიორგობიანი, სამინისტროს წარმომადგენლები და პოლონეთის ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების სამინისტროს სახელმწიფო მდივანი (მინისტრის მოადგილე) პაველ ჰორონჟი და დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

უწყების ცნობით, Twinning პროექტი 2018 წლის იანვარში დაიწყო. მისი მხარდამჭერი პოლონეთის ეკონომიკისა და ინვესტიციების სამინისტროა.

„პროექტის ძირითადი მიზნებია - საქართველოს მუნიციპალიტეტების და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა სივრცითი მოწყობის საკითხებზე, საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერება.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის ფონდიდან საქართველოში ახალი პროექტის ,,ქალაქის ახალი სიცოცხლე“ დაფინანსების შესაძლებლობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო