მანანა ნაჭყებია - ივანიშვილმა "ქართული ოცნება" დასაჯა და დაანახა, რომ არც ერთი არ არის ღირსი კენჭი იყაროს პრეზიდენტის პოსტზე

"ახალ მემარჯვენეებს" საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ ეყოლებათ და ჯერჯერობით, არც ერთ წარმოდგენილ კანდიდატს არ უჭერენ მხარს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი "ქართულ ოცნებას" სჯის იმით, რომ კანდიდატს მმართველი გუნდიდან არ ასახელებს.

"მე მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის დაინტერესებული იმით, რომ საქართველოში დემოკრატიამ იზეიმოს და ოპოზიციას ჩაუგდოს ხელში ეს თანამდებობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც იტყოდნენ, რომ რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს მმართველი პოლიტიკური ძალა. თუ გავითვალისწინებთ ბიძინა ივანიშვილის ცოტა გაღიზიანებულ ტონს საკუთარი გუნდის მიმართ, მან დასაჯა "ქართული ოცნება" და დაანახა, რომ არც ერთი არ ხართ ღირსი კენჭი იყაროთ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. მე რატომღაც მგონია, რომ ეს მისი შურისძიებაა "ქართულ ოცნებაზე", რომელმაც მას არ გაუმართლა", - განახადა მანანა ნაჭყებიამ.

მისივე თქმით, "ახალ მემარჯვენეებს" საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლებათ.

"ახალი მემარჯვენეები“ ჯერჯერობით არ ვართ არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარეს, სანამ საბოლოო სურათი არ გამოიკვეთება, რადგან ეს გეხმარება შეინარჩუნო ობიექტურობა. ამ ობიექტური გადასახედიდან ოპოზიციამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც ყველა ძალა და რესურსი არ მოსინჯა იმისთვის, რომ კანდიდატები პარტიულები არ ყოფილიყვნენ. ჩვენ ვსაუბრობდით ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატზე გიორგი მარგველაშვილზე, რომელმაც, ჩემი აზრით, ძალიან სერიოზული შანსი გაუშვა, რომ ოპოზიციისთვის სერიოზული მიზიდულობის ცენტრი ყოფილიყო", - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი თუ კენჭს იყრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ის რეალურად დამოუკიდებელი კანდიდატი არ იქნება.

"მე პიროვნულად სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგ არაფერი მაქვს. უბრალოდ, არ მომწონს ის ფარსი, რომლის დადგმაც იგეგმება საქართველოში. როდესაც ყველამ იცის, რომ არავითარი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არ ყოფილა არც საპარლამენტო არჩევნების დროს და ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ არც საპრეზიდენტო არჩევნების დროს არ იქნება დამოუკიდებელი კანდიდატი",- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

მისივე თქმით, ოპოზიციას ისეთი კანდიდატი უნდა დაესახელებინა, რომელიც არც ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი არ იქნებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა