იანვარ-ივნისში საქართველოში უცხო ქვეყნის 16 967 მოქალაქე მუშაობდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოში უცხო ქვეყნის 16 967 მოქალაქე მუშაობდა, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

რაც შეეხება 2017 წელს, შემოსავლების სამსახურის სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ქვეყანაში 22 718 უცხოელი მუშაობდა. (ინფორმაცია მომზადებულია „საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ“ ინფორმაციის შესაბამისად - შემოსავლების სამსახური).

გამოცემის ცნობით, 2017 წელს კი ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საწარმოებში სპეციალური გამოკითხვა ჩაატარა.

როგორც გამოცემა წერს, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ძირითადად დასაქმებულები არიან ისეთ ეკონომიკურ სექტორებში, როგორიცაა: მშენებლობა - 5,560 დასაქმებული (უცხო ქვეყნის მოქალაქეების მთლიანი დასაქმების 31.6%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა - 4,757 დასაქმებული (27%), ტრანსპორტირება და დასაწყობება - 13,866 დასაქმებული (7.9%), ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 1,260 დასაქმებული (7.2%) და ტურიზმი - 1,231 დასაქმებული (7%). მეტ-ნაკლებად თანაბარი რაოდენობის უცხო ქვეყნის მოქალაქეა დასაქმებული პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებისა (848/4.8% დასაქმებული) და დამამუშავებელი მრეწველობის (728/4.1% დასაქმებული) დარგებში. მოკრძალებული წილი მოდის ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობებსა - 466 დასაქმებული (2.7%), ხელოვნება, გართობა და დასვენებასა - 350 დასაქმებული (2%) და სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობის - 189 დასაქმებული (1.1%) ეკონომიკურ სექტორებში, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კვლევაში.

იხილეთ სტატია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო