ეკა ბესელია - მარიხუანას მოხმარების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მომხმარებლებზე აბსოლუტურ დაშვებას არ ნიშნავს

მარიხუანას მოხმარების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მომხმარებლებზე აბსოლუტურ დაშვებას არ ნიშნავს - ეს იმას ნიშნავს, რომ კანონმდებლებმა საგამონაკლისო წესების შემოღებაზე უნდა დავიწყოთ მუშაობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განუცხადა.

ბესელიას განმარტებით, სასამართლო საკუთარი გადაწყვეტილებით ამბობს, რომ მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ჯარიმა პროპორციული არ არის, როცა ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავს აყენებს ზიანს და არა სხვებს, მაგრამ დეპუტატის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო ასევე საუბრობს მესამე პირების დაცვაზე.

“საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკმაოდ რთული და კომპლექსურია. ჩვენ ვართ ამ გადაწყვეტილების ანალიზის პროცესში. პირადად ჩემი აზრია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილებით თქვა, რომ ადმინისტრაციული ჯარიმა, როგორც წესი, მარიხუანას მომხმარებლის შემთხვევაში არ არის პროპორციული, თუმცა აქვე დატოვა შესაძლებლობა, რომ არსებობდეს საგამონაკლისო შემთხვევები, როდესაც კანონმდებელმა შეიძლება აკრძალვა დაადგინოს. საკონსტიტუციო სასამართლოს ლოგიკა მიდის იქეთკენ, რომ ეს არის არა აბსოლუტური დაშვება, არამედ კანონმდებელმა რეგულაციები დაადგინოს, რომ მომხმარებელი შეიძლება არ დასაჯოს და გარკვეული დისკრეცია მისცეს საგამოძიებო ორგანოებს. მარიხუანას მოხმარება არასრულწლოვანთა თანდასწრებით ან მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თუ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში, ასევე მოხმარება ისეთ დაწესებულებებში, როგორიცაა სამართლადამცავი თუ სამხედრო სტრუქტურები, ვერ ვიტყვით, რომ აქ მარიხუანას მოხმარება არის ჩვეულებრივი ამბავი. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლომ დატოვა შესაძლებლობა, რომ კანონმდებელმა ამ ტიპის განსაკუთრებული შემთხვევებში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დატოვოს. ახლა უკვე ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ ასეთი შემთხვევები იყოს რეგულირებული“, - აცხადებს დეპუტატი ეკა ბესელია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა