ადიგენის ორი სოფლის მოსახლეობა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავს

ადიგენის რაიონის სოფლების, ზარზმისა და იჯარეთის მცხოვრებლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სახელზე წერილის შეტანას გეგმავენ. მათი მოთხოვნაა, ორივე სოფელს მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭოს.

სოფელ იჯარეთის მცხოვრების, ვახტანგ საგინაძის თქმით, სტატუსის მისაღებად სოფლის მცხოვრებლებმა სახელმწიფო უწყებებს უკვე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

„ჩვენს სოფელს აქვს მცირე და მწირი მიწა, საბალახოები არ გაგვაჩნია, პატარ-პატარა სახნავ-სათესი ყანები გვაქვს. 6-7 თვე ზამთარია, არ გვაქვს მაღაზია და სამედიცინო დაწესებულება, საჯარო სკოლა. ჩვენ პირველი განცხადება ინფრასტრუქტურის სამინისტროში შევიტანეთ, თუმცა გვიპასუხეს, რომ სტატუსის მისაღებად სამიდან ერთ კრიტერიუმს უნდა ვაკმაყოფილებდეთ. ზღვის დონიდან 1290 მეტრზე ვართ, ამისათვის სოფლის მოსახლეობამ შევქმენით კომისია, დავიწყეთ სოფლის აღწერა და აღმოჩნდა, რომ 222 მცხოვრები ვართ და აქედან 131 პირი სოფლიდან გასულია, შესაბამისად, მიგრაცია მაღალი გვაქვს და ამ და მწირი მიწების კრიტერიუმებს ვაკმაყოფილებთ”,-აღნიშნა მან.

სოფლების მცხოვრებლების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აქცია უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა