ადვოკატი - კომისიის წევრების მხრიდან ბევრი შეკითხვა იყო იმ არასრულწლოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც ხორავას ქუჩაზე ჩხუბში მონაწილეობდნენ

ძალიან ბევრი შეკითხვა იყო კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, იმ არასრულწლოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩხუბში მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული გ.ჯ.-ს ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების მიერ მიხეილ კალანდიას ეპიზოდით დაინტერესებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

საგამოძიებო კომისიამ ერთი მსჯავრდებულის გამოკითხვა უკვე დაასრულა. ადვოკატის ინფორმაციით, გამოკითხვა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა და მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ისაუბრა იმ დეტალებთან დაკავშირებით, რაც ხორავას ქუჩაზე მოხდა. ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დაიწყო კონფლიქტი, როგორ გაგრძელდა და როგორ წარიმართა მოვლენები უშუალოდ კონფლიქტის შემდეგ. მისი ჩვენება იყო აბსოლუტურად დამაჯერებელი, სრულ შესაბამისობაში საქმეში არსებულ ყველა უტყუარ მტკიცებულებასთან და სრულ შესაბამისობაში მის მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებასთან. გამოკითხვა წარიმართა ძალიან კონსტრუქციულად. ჩვენ ამას ძალიან დადებითად ვაფასებთ. მან რა თქმა უნდა კომისიას მიაწოდა უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია, ყველა იმ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, რასაც ადგილი ჰქონდა კონკრეტულ დღეს. ყველაზე დიდი ინტერესი იყო იმაზე, თუ როგორ მოხდა უშუალოდ კონფლიქტი, ვინ ვის სცემდა, ვინ ვის ეჩხუბებოდა და თუ როგორ წარიმართა მოვლენები კონფლიქტის შემდეგ", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

კითხვაზე, შეეხებოდა თუ არა კომისიის წევრების კითხვები მიხეილ კალანდიას ეპიზოდს, ადვოკატმა აღნიშნა, რომ კითხვები არაერთი პირის მოქმედებას შეეხებოდა.

„რა თქმა უნდა იყო ძალიან ბევრი შეკითხვა კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, იმ არასრულწლოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩხუბში მონაწილეობდნენ. რა თქმა უნდა ყველა შეკითხვაზე იყო ადეკვატური, ძალიან ამომწურავი და ზუსტი პასუხი გაცემული", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს