ბათუმის მერის განცხადებით, ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი საინიციატივო ჯგუფთან კოორდინაციას მოითხოვს

ბათუმის მერის ლაშა კომახიძის განცხადებით, ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი საინიციატივო ჯგუფთან კოორდინაციას მოითხოვს და დეტალებზე სამუშაო პროცესი მიმდინარეობა. ლაშა კომახიძის თქმით, მეჩეთის მშენებლობაზე გარკვეული ტექნიკური უთანხმოებაა.

„სასამართლოში იყო პროცესი, თუმცა პროცესი შეწყდა და სასამართლომ მოგვცა მხარეებს მოლაპარაკების საშუალება. მოლაპარაკება მიმდინარეობის ეტაპზეა, არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც კოორდინაციას მოითხოვს, როგორც მეჩეთის აშენების საინიციატივო ჯგუფთან, ასევე ჩვენი მხრიდან. ბევრი დეტალი ამ დრომდე მუშა პროცესშია. საუბარია ტექნიკური ტიპის უთანხმოებაზე. ეს არის საინიციატივო ჯგუფი, რომელიც გარკვეული ინიციატივებით შემოდის, თუმცა ის შეიძლება ერთი მხრივ ქალაქის განაშენიანების გეგმასთან მოდიოდეს წინააღმდეგობაში, მეორეს მხრივ კი სხვა ღირებულებებთან. ამიტომ, ეს რომ არ იყოს აღქმული მტკივნეულად ან რელიგიის მიმართ რაღაცა ტიპის შეზღუდვად, ეს დეტალები არის გასავლელი“, - განაცხადა ლაშა კომახიძემ.