საგარეო უწყება ანგელა მერკელის ვიზიტზე - მაღალი დონის ვიზიტები გერმანიასთან ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით ერთ-ერთი პრიორიტეტია

მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლა ერთ-ერთი პრიორიტეტია გერმანიასთან ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით, - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე ვერ დაასახელებენ კონკრეტულ თარიღს, როდის ეწვევა ანგელა მერკელი საქართველოს.

„მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლა გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი გერმანიასთან ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით და ბუნებრივია, ამ მიმართულებით მუშაობა ყოველთვის მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს. კონკრეტულ თარიღებს ამ ეტაპზე ვერ დავასახელებთ“, - აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს საქართველოში გერმანიის ელჩს ჰაიკე ფაიჩს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარეებმა ისაუბრეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ვიზიტზე საქართველოში, ორმხრივი ურთიერთობებსა და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად აფასებს კანცლერ მერკელის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა