ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა არასრულწლოვანმა, გ.ბ.-მ კომისიას მისი პოლიციაში წაყვანის თაობაზე გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა არასრულწლოვანმა, გ.ბ.-მ კომისიას მისი პოლიციაში წაყვანის თაობაზე გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ გ.ბ.-ს გამოკითხვის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულის ადვოკატმა ინგა შარაშენიძემ განუცხადა.

როგორც ადვოკატმა განმარტა, არასრულწლოვანმა კომისიას ინციდენტის დღეს განვითარებული მოვლენების თაობაზე სრული და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ამასთან, შარაშენიძის თქმით, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა კომისიას დამატებით ახალი გარემოების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და გამოძიების დაწყება მოითხოვა.

"რაც სასამართლოში თქვა, ზუსტად ის გაიმეორა და ის ინფორმაცია მიაწოდა, რასაც ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვეუბნებოდით სასამართლოს და კიდევ ახალი გარემოება მიაწოდა კომისიას. თავად ბრალდებულმა მოითხოვა, რომ დაიწყონ გამოძიება ერთ-ერთ დეტალზე. კერძოდ, ეს შეეხება მის წაყვანას პოლიციაში და კანონიერი წარმომადგენლის და ადვოკატის გარეშე ყოფნას. მასზე ზეწოლა განხორციელდა. დაახლოებით 3 საათის განმავლობაში ჰყავდათ მარტო დაკავების დღეს პოლიციაში და მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. ის არ ყოფილა ქალაქის მთავარ სამმართველოში, არამედ როგორც ბრალდებული აცხადებს, იყო ძველი თბილისის სამმართველოში. კომისიას სრულად აინტერესებდა რეალობა, რა მოხდა, როგორ მოხდა, ვინ მიიღო მკვლელობაში მონაწილეობა. კითხვები შეეხებოდა ყველა პირის ქმედებას", - განაცხადა ინგა შარაშენიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო