დიმიტრი ხუნდაძე - იმედი მქონდა, მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებდა იმგვარ გადაწყვეტილებას, რომელიც ეკუთვნის თითქმის 4 მილიონ ადამიანს

„იმედი მქონდა, მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებდა იმგვარ გადაწყვეტილებას, რომელიც ეკუთვნის თითქმის 4 მილიონ ადამიანს,“ - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, ამ პროცესში მედიამ ნეგატიური როლი ითამაშა.

„იმედი მქონდა, საკონსტიტუციო სასამართლო, ასეთი მაღალი პასუხისმგებლობის ინსტიტუტი ამგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. თუცმა, ამასაც თავისი წინაპირობები ჰქონდა. მოხდა ამ თემის ჰუმანიზმით შეფუთვა. მინდა გითხრათ, რომ ამ პროცესში მედიამაც საკმაოდ ნეგატიური როლი შეასრულა. ხშირად ტელეეთერებით ხდებოდა ნარკოტიკების ხელაღებული პოპულარიზაცია და არაერთხელ იყო მარიხუანის მოყვანის პროცესი ნაჩვენები. იმედი მქონდა ასეთი პროცესის მორჩილი არ გახდებოდა საკონსტიტუციო სასამართლო და ის მიიღებდა იმგვარ პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას, რომელიც ეკუთვნის თითქმის 4 მილიონ ადამიანს.

მარიხუანა არის მძლავრი ჰალუცინოგენი. მისი ხშირი მოხმარება იწვევს ჰალუცინაციებს, კოორდინაციის დარღვევას, არაადეკვატურ ქცევებს, ემოციურ ეგზალტაციას, მისი კვამლი საზიანოა სხვებისთვის. მარიხუანას ხშირი მომხმარებლებისთვის დამახასიათებელია ის, რომ მსგავს საქმიანობაში ითრევენ მინიმუმ 2-3 ადამიანს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა