ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსი ჟურნალისტები მოკლეს

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსი ჟურნალისტები მოკლეს. „ტასს“-ს რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ მთავარმა რედაქტორმა ალექსეი ბენედიქტოვმა განუცხადა, რომ მოკლულია ჟურნალისტი ორჰან ჯემალი, რომელთან ერთადაც იყვნენ ოპერატორი კირილ რადჩენკო და რეჟისორი ალექსანდრე რასტარგუევი.

ბენედიქტოვის ცნობით, ორჰან ჯემალი დოკუმენტური კინოს გადაღებით იყო დაკავებული. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სავარაუდოდ, რუსეთის სამი მოქალაქე მოკლეს, რომლებსაც თან ჟურნალისტის დამადასტურებელი მოწმობები ჰქონდათ. გარდაცვლილები ქალაქ სიბიუდან 23 კილომეტრის დაშორებით აღმოაჩინეს. ვარაუდობენ, რომ ისინი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა