NDI-ის კვლევების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველო განვითარების კუთხით საერთოდ არ იცვლება

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველო განვითარების კუთხით საერთოდ არ იცვლება. როგორც კვლევაშია აღნიშნული, კითხვაზე - ძირითადად როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, გამოკითხულთა 36% აცხადებს, რომ საერთოდ არ იცვლება, 23% აცხადებს, რომ ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 17% აცხადებს, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება. გამოკითხულთა ასევე 17% აცხადებს, რომ საქართველო ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კვლევაში ცდომილების ზღვარი +/-1,9%-ია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს