ბორჯომში, სოფელ მზეთამზეში შიდა ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დასრულდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მზეთამზეში შიდა ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, განხორციელებულ პროექტებსა და ერთ-ერთ ჩიხში დასკვნითი ეტაპის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, მოადგილე ბუბა ბერიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოთარ არბოლიშვილი.

მერის განმარტებით, სოფელ მზეთამზეში ჯამში 1 კმ-მდე გზის საფარი მოეწყო. 3 მონაკვეთზე ასფალტის, ხოლო ერთ-ერთ ჩიხში რკინა-ბეტონის საფარი დაიგო. პროექტის ფარგლებში 420მ სიგრძის მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა ასევე დაბა წაღვერში თბილისის ქუჩაზე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მოსახლეობამ შეხვედრის დროს ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებს დიდი მადლობა გადაუხადეს გამოჩენილი ყურადღებისა და განხორციელებული პროექტებისათვის.

მათი თქმით, სოფელში წლებია გზების მოწესრიგება გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა, რაც დიდ პრობლემას ქმნიდა როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე დამსვენებლისთვის. დღეს კი კეთილმოწყობილი გზები საკურორტო ზონაში უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს ტურიზმის განვითარებაზე.

მერის განმარტებით, სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მომავალშიც ინტენსიურად გაგრძლდება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს