"მაკდონალდს საქართველომ" მარკეტინგული სტრატეგიისთვის ჯილდო დაიმსახურა

"მაკდონალდსის" მარკეტინგის დეპარტამეტის ხელმძღვანელი მარიამ ჭანტურია და მისი გუნდი 86 მონაწილეთა შორის საუკეთესოდ აღიარეს. პირველი საპატიო ადგილი მარიამ ჭანტურიას გუნდმა მიუნხენში „მაკდონალდსის“ საერთაშორისო workshop-ზე მოიპოვა.

ერთკვირიანი workshop-ი ივნისში “Worldwide Hamburger Marketing University”-ში იმართებოდა, სადაც მსოფლიოს მასშტაბით 40-მდე ქვეყნის მაკდონალდსის 86 მარკეტინგის მენეჯერი მონაწილეობდა. Workshop-ის ფარგლებში გუნდებს დაევალათ სამ დღე-ღამეში მარკეტინგული გეგმის შედგენა, რომელიც სპეციალურად მოწვეულმა მაკდონალდსის წამყვანმა სენიორ მენეჯერებმა განიხილეს და გამოავლინეს გამარჯვებული.

„ეს იყო ძალზედ ნაყოფიერი და საინტერესო Workshop-ი. ნაშრომზე მუშაობა მიმდინარეობდა 3 დღე-ღამის განმავლობაში. ჩემთვის ნამდვილად საამაყო ფაქტია, რომ ჩვენმა ნაშრომმა ასეთი მაღალი შეფასება დაიმსახურა და გვაღიარეს, როგორც საუკეთესო მარკეტინგული გეგმის ავტორები. თითოეული მონაწილე მათი საქმის პროფესიონალი და დიდი გამოცდილების მატარებელია, რაც კიდევ უფრო სასიხარულოს ხდის ჩვენს აღიარებას, ეს ჯილდო საპატიო ადგილს დაიკავებს მაკდონალდსის სხვა ჯილდოებს შორის,“ - აცხადებს მარიამ ჭანტურია.

“Worldwide Hamburger Marketing University”- ი 50 წელია არსებობს და უზრუნველყოფს მაკდონალდსის მსოფლიო ქსელის მენეჯერების აღზრდას და განვითარებას. მასში მოსახვედრად აუცილებელია წინასწარ რეზიუმეს და მონაცემების გაგზავნა, რის შედეგადაც ხდება კანდიდატების ინდივიდუალური განხილვა, და მხოლოდ შერჩეული კანდიდატებს აქვთ მონაწილეობის უფლება.

„მაკდონალდს საქართველოს“ ოპერირების განმავლობაში არააერთი ჯილდო აქვს მიღებული, 2016 წელს მაკდონალდსის ქსელის ევროპის ცენტრალურმა ოფისმა „მაკდონალდს საქართველო“ ევროპაში საუკეთესოდ აღიარა, 2017 წელს ევროკავშირმა შშმ პირების ერთ-ერთ საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსით დააჯილდოვა, 2018 წელს, მაკდონალდს საქართველოს ბათუმის რესტორნის დირექტორი, მსოფლიოს მასშტაბით 345 კანდიდატიდან საუკეთესოდ აღიარეს, და უკვე მინიჭებული ჯილდოების ჩამონათვალში, მარკეტინგული სტრატეგიაც აღინიშნება.

(R)

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო