NDI-ს, როგორც ორგანიზაციას, პატივს ვცემ, თუმცა ეს კვლევები არის პოლიტიკური ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ამომრჩეველზე მოახდინონ ფსიქოლოგიური ზემოქმედება, - ასე აფასებს დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი. მისი თქმით, NDI- ს კვლევებს არ ენდობა.
"NDI-ს, როგორც ორგანიზაციას, პატივს ვცემ, თუმცა ეს კვლევები არის პოლიტიკური ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ამომრჩეველზე მოახდინონ ფსიქოლოგიური ზემოქმედება. ამიტომ, იმდენად რამდენადაც, ამ კვლევების განმახორციელებელი ორგანიზაციები ახლოს არიან რიგ პოლიტიკურ ინტერესებთან, ცხადია ნათლად ჩანს ფსიქოლოგიური ზემოქმედების გარკვეული ნიშნები. ამიტომ, ამ კვლევის მიმართ ჩემი მხრიდან არანაირი ნდობა არაა",- განაცხადა სესიაშვილი.