დავით ზალკალიანი - პოლონეთის, ლიეტუვას, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრების და უკრაინის ვიცე - პრემიერის ვიზიტი საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გამოხატულებაა

აგვისტოს ომიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პოლონეთის, ლიეტუვას და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერი ეწვევა. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განუცხადა, ეს არის საქართველოს მიმართ მხარდაჭერის და სოლიდარობის გამოხატულება.

"პოლონეთის და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრების ინიციატივით, 6-7 აგვისტოს იგეგმება რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში. კერძოდ, საქართველოში ჩამოვლენ პოლონეთის, ლიეტუვას, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე საქართველოს ეწვევა უკრაინის ვიცე - პრემიერი. ეს არის საქართველოს მიმართ მხარდაჭერის და სოლიდარობის გამოხატულება. მთელი ამ 10 წლის განმავლობაში, ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების მხრიდან მუდმივად ვგრძნობდით მხარდაჭერას, რაც გამოიხატებოდა როგორც საერთაშორისო, ასევე ორმხრივ ფორმატებში ძალიან სერიოზული მხარდაჭერით",- განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ქართულის მხარის მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდის „ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ მნიშვნელობას, რომელზეც საუბარი წარიმართება რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, საქართველო - რუსეთის კონფლიქტზე და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო